ბუღალტერიის წარმოება 50 ლარიდან საგადასახადო კანონმდებლობისა და IFRS სტანდარტების სრული დაცვით
თუ თქვენ ადგილზე არ გჭირდებათ ბუღალტერი, Stella accounting-ი გთავაზობთ დისტანციურ მომსახურებას საკუთარ პროგრამაში, რაც დაგიზოგავთ დროსა და ფულს... ჩვენთან გადახდილი მომსახურების თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ერთი ბუღალტრის ხელფასს დამატებული საკანცელარიო, საბუღალტრო ფორმების, პროგრამის ღირებულება,სამუშაო ფართის ქირაობისა და ინტერნეტის ხარჯი. ჩვენი მომსახურების არჩევით შეამცირებთ ხარჯებს და მიიღებთ მაღალი დონის მომსახურებას.
Stella accounting-ი გთავაზობთ, როგორც ერთჯერად კონსულტაციებს, ისე სრულ ბუღალტრულ მომსახურებას ბიზნესის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენებისთვის (ინდ. მეწარმეების, შპს-ების, მიკრო და მცირე ბიზნესის):
- ვაჭრობა (საცალო, საბითუმო), დისტრიბუცია
- სააფთიაქო სისტემა
- მომსახურების სფერო (სილამაზის სალონი, სარეკლამო, სასტუმრო, სპორტული დარბაზი და სხვა)
- კვების სფერო (რესტორანი, კაფე, სწრაფი კვება და ა.შ.)
- წარმოების სფერო
- სამშენებლო სფერო (მშენებლობა, რემონტი)
- პირებს, რომელთაც არაქვთ ან არასრულად აქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ვთავაზობთ, ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან.
ბიზნესის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს ვთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
- სასაქონლო ნაშთების მუდმივ კონტროლს. თქვენ მუდამ იქნებით საქმის კურსში და გეცოდინებათ რა რაოდენობის და ღირებულების სასაქონლო ნაშთს ფლობთ.
- ყოველდღიურ ინფორმაციას დებიტორ-კრედიტორების შესახებ. თქვენ ყოველდღიურად გეცოდინებათ ინფორმაცია თქვენი კომპანიის დებიტორ-კრედიტორების შესახებ, გეცოდინებათ რა რაოდენობის დავალიანება აქვთ თქვენი, ან პირიქით, თქვენ რამდენი გმართებთ მომწოდებლებთან.
- ინფორმაციას თქვენი აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ. თუ გსურთ მუდამ იცოდეთ რა რაოდენობის და ღირებულების აქტივებს ფლობთ, რა რაოდენობის ნაშთი გაქვთ საბანკო ანგარიშებზე, სალაროში, რა გადასახადები გეკისრებათ და ა.შ- ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ამ ინფორმაციის დროულად მიღებაში.
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დროულად გადაგზავნა, ხელფასების, დღგ-ს, მოგების, ინდ. მეწარმეების წლიურ დეკლარაცია, ფიტო ვეტის წინასწარი დეკლარირება, წინასწარი საბაჟო დეკლარირება და ა.შ.
თუ გსურთ თქვენი ბუღატრული დოკუმენტაცია იყოს მუდამ მოწესრიგებული, შესაბამისობაში საგადასახადო კანონმდებლობასთან და ბუღალტრულ სტანდარტებთან, ან თუ უბრალოდ გსურთ მშვიდად იყოთ, რომ თქვენი ბუღალტრული დოკუმენტიაცია საიმედო ხელშია - ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა თქვენს დასახმარებალად, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება ნებისმიერ საკითხში, შეღავათიან ფასად.
გარდა ამისა, გთავაზობთ ერთჯერად კონსულტაციებს: -თუ ხართ დამწყები ბუღალტერი, ან უბრალოდ რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გჭირდებათ დახმარება, გაინტერესებთ როგორ იბეგრება სხვადასხვა საქმიანობა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რა სახის ბუღალტრული გატარება სჭირდება სხვადასხვა ოპერაციას -ამისთვის გთავაზობთ დახმარებას ერთჯერადი კონსულტაციების სახით. ჩვენი კვალიფიციური გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის მარტივად მოგვარებაში.